ირაკლი ქადაგიშვილი: სომხეთის ლიდერმა უთხრა ევროპელებს, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დამაზიანებელია რეგიონისთვის
სომხეთის ლიდერი ხედავს შემაფერხებელ ფაქტორს და ეს უთხრა ევროპელებს ევროპაში – რომ თქვენი ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის არამარტო საქართველოსთვის ან სომხეთისთვის, არამედ რეგიონისთვის დამაზიანებელი, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„სომხეთის ლიდერი ხედავს შემაფერხებელ ფაქტორს და ეს უთხრა ევროპელებს ევროპაში – რომ თქვენი ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის არამარტო საქართველოსთვის ან სომხეთისთვის, არამედ რეგიონისთვის დამაზიანებელი. რეგიონისთვის რომ დამაზიანებელია, ეს კიდევ ერთხელ დაინახეს ირანში მიმდინარე საომარი პროცესების შედეგად, როდესაც შუა დერეფანი, ფაქტობრივად, ერთადერთი ალტერნატივაა და აღმოჩნდა, რომ ეს შუა დერეფანი არამარტო მშვიდობისა და სტაბილურობის [კუთხით], არამედ ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკური და ყველა საჭირო კომპონენტის კუთხით არის ჩამოყალიბებული და მზა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.