ნიკოლეიშვილი – ევროკომისიაზე: ხედავენ, რომ შეიძლება, ახლო აღმოსავლეთში პროცესები კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ამ პროცესებმა შეიძლება, სხვა გავლენები იქონიოს მათზე

“ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა იქონია სერიოზული გავლენა, ვინაიდან ისინი ხედავენ, რომ შეიძლება – ახლო აღმოსავლეთში პროცესები კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ამ პროცესებმა შეიძლება, სხვა გავლენები იქონიოს მათზე. ამიტომ ცდილობენ, რომ საქართველოს დაუტკბნენ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკომისიაზე საუბრისას განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ “სიტუაცია დღეს სხვაგვარია და გარე ფაქტორები და მიმდინარე მოვლენები საერთო სურათს ცოტა სხვანაირად წარმოაჩენს”.

“დამაფიქრებელია მეორე რამ – ისინი გვეუბნებიან, რომ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ამ განცხადებებს კიდევ მოჰყვება სხვა განცხადებებიც.

ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რაღაცას, რომ დღეს როცა ამას გვეუბნებიან, თუ აბსოლუტურად გულწრფელები არიან, მაშინ პირდაპირ უნდა ეთქვათ ვინ არიან ეს პოლიტიკური ძალები, ვისთან გვთავაზობენ დიალოგს. იმათთან, ვინც მოლოტოვის კოქტეილს ისროდა და ძალადობის გზით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას?

პირველმა სცენარმა არ იმუშავა, მათ ვერ შეძლეს დესტაბილიზაციის იმ დონეზე განხორციელება, რაც მათ სასურველ შედეგს მოუტანდა და ახლა აამუშავეს მორე სცენარი“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები