გიორგი ჩაკვეტაძე: სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს

“სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში აფასებენ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს.

„უკვე გვაქვს საშუალება, რომ შევხვდეთ ცალკეულ ევროპარლამენტარებს, იმ ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს იდეოლოგიას, იზიარებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი რეგიონი, რომლის წინაშეც არის საქართველო. ასევე, აფასებენ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე პოზიტიურია თითოეული ეს კომუნიკაცია, ის სიგნალები, რომელიც ცალკეული ევროპარლამენტარის მხრიდან მომდინარეობს. ჩვენ ცალკე საუბრები გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევები არსებობს ზოგადად კავკასიის რეგიონში. ასევე, ვისაუბრეთ იმ სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელიც რეგიონში არსებობს, იმ ყველა საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები