გიორგი გაბუნია – ოპოზიციის გაერთიანებაზე: ამ ადამიანებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ
“ჩვენ არ განვიხილავთ ამ ძალებს პოლიტიკურ პარტიებად”, – ამის შესახებ
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანი პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაა.
„ამ ადამიანებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რომ მაქსიმალურად დაამძიმონ საზოგადოება და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანონ. ვიცით, რომ ეს ადამიანები არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ისინი არ მონაწილეობენ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში. მათი ერთადერთი მიზანი არის გარე დავალების შესრულება, რომ შექმნან სურათი, თითქოს გაერთიანდნენ. რეალურად ეს არის ფარსი“, – განაცხადა გაბუნიამ.