“რა დამხობაც უნდა ეგულისხმა ბატონ ახალაიას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის მიუღებელი” – გიორგი შარაშიძე
“რა დამხობაც უნდა ეგულისხმა ბატონ ახალაიას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის მიუღებელი”, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს.
“ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის ემიჯნებოდა, დღესაც ემიჯნება და მომავალშიც გაემიჯნება ნებისმიერი ტიპის დამხობისკენ მოწოდებას. რა დამხობაც არ უნდა ეგულისხმა ბატონ ახალაიას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის მიუღებელი”, – ამბობს შარაშიძე.
“ივანიშვილი უნდა დაემხოს” – ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა.