გურამ მაჭარაშვილი: ბაჩო ახალაია არის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ სძულს თავისი ქვეყანა
“ბაჩო ახალაია არის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ სძულს თავისი ქვეყანა, “ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ადამიანმა თუ არ ვცდები, 9 წელი მოიხადა, მერე კიდე ვერ მოისვენა და რევოლუციურ და დამხობის პროცესებში მიიღო მონაწილეობა და ახლა კიდევ ვერ მოისვენა და სასამართლო პროცესზე ახალი დანაშაული ჩაიდინა – დამხობისკენ მოუწოდა ისევ საზოგადოებას. ეს არის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ სძულს თავისი ქვეყანა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.