ზუკა რურუა: ბაჩო ახალაია არაერთხელ იქნა შემჩნეული ასეთ ქმედებაში – 4 ოქტომბერს მისი ინიციატივით იყო დამხობა დაორგანიზებული
“ბაჩო ახალაია არაერთხელ იქნა შემჩნეული ასეთ ქმედებაში. სწორედ 4 ოქტომბრის თემა უნდა გავიხსენოთ პირველ რიგში, როდესაც მისი ინიციატივით იყო დამხობა დაორგანიზებული,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუკა რურუამ განაცხადა.
„ის იმეორებს იგივე ფრაზას და მოუწოდებს ადამიანებს, რომ პოლიტიკოსებს არ დაუჯერონ და პირდაპირ ხელისუფლების დამხობაზე უნდა გადავიდეს საზოგადოება. მარტივი შესაფასებელია, ახლა უკვე სამართალდამცავ ორგანოებზე არის ეს დამოკიდებული, თუ რა კვალიფიკაციას მისცემენ ამ ქმედებას“, – აღნიშნა რურუამ.
შეგახსენებთ, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.