ევროკავშირი ირანში კრიზისის ფონზე, ნავთობისა და გაზის მომარაგების კოორდინაციის მიზნით შეხვედრებს გამართავს

ევროკავშირი ხუთშაბათს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს გამართავს, რათა ირანში კრიზისთან და ენერგომატარებლების ფასების ზრდასთან დაკავშირებით ნავთობისა და გაზის მარაგების კოორდინაცია მოახდინონ.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხუთშაბათს სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ისინი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ენერგეტიკაზე გავლენას, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდების მიმდინარე შეფასებებს განიხილავენ.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრების მთავარი მიზანია ნავთობისა და გაზის მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგი და რეაგირების ზომების კოორდინაცია სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ევროპული წესების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ნავთობის მარაგების შენარჩუნება მოეთხოვებათ, რაც მოხმარების 90 დღის დასაფარად საკმარისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები