აშშ-მა განაცხადა, რომ 50-ზე მეტი ირანული გემი ჩაძირა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ისლამური რესპუბლიკის 50-ზე მეტი გემი ჩაიძირა ან დაზიანდა.

„5000-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. 50-ზე მეტი ირანული გემი განადგურდა ან დაზიანდა“, – ნათქვამია CENTCOM-ის მიერ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანის მსხვილ ქალაქებს, მათ შორის თეირანს, დარტყმა მიაყენეს. თეთრმა სახლმა თავდასხმა თეირანიდან მომდინარე სარაკეტო და ბირთვული საფრთხეების მოტივით გაამართლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები