ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟვანიას სკოლა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულში გამართულ შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა სასწავლო პროცესში არსებული პრობლემები განიხილა და ტრენერებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სკოლა აქტიურად მუშაობს სასწავლო რესურსების განვითარებაზე, ახალი კურსების შემუშავებასა და არსებულის გაუმჯობესებაზე.

თავის მხრივ, ტრენერებმა სკოლის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და პირადი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები