პუტინის შეთავაზებას აშშ-ირანის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით დახმარებაზე, ტრამპმა უპასუხა და რუსეთს უკრაინასთან ომის დასრულება შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ტრამპის თქმით, პუტინმა გამოთქვა სურვილი, ირანთან კონფლიქტის მოგვარებაში დახმარებოდა.

“მე ვუთხარი: „უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შეგეძლოთ, თუ უკრაინასა და რუსეთს შორის ომს დაასრულებდით. ეს ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

მან რუსეთ-უკრაინის ომს „დაუსრულებელი ბრძოლა“ უწოდა.

პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 9 მარტს შედგა. ის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები