ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა – ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება

“რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ,” – ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე ბაჩო ახალაიას შესახებ წერს.

როგორც ხუბუა წერს, „როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა – აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო!“

მისივე თქმით, ასეთები საუბრობენ დამხობაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

„რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ.
ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს (2011 წელი, სერგო თეთრაძის საქმე) პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. სასტიკი წამებისგან სასომიხდილი ლონდარიძე ახალაიას პისტოლეტიან ხელში ეცა, უნდოდა ჩახმახისთვის გამოეკრა და ასე დაესვა წერტილი თავისი ტანჯვისათვის, მაგრამ ახალაიას ,,გლოკი” საბრძოლო მდგომარეობაში არ აღმოჩნდა მოყვანილი.
როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა – აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო!
წარმოიდგინეთ, ძმა ძმაზე ამბობდა, მკვლელიაო და მსხვერპლს ამით აშინებდა.
აი, ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.“- წერს ხუბუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები