არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვამ ირანის კიდევ ერთი რაკეტა და დრონი მოიგერია
არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები ამჟამად ირანიდან წამოსულ რაკეტებსა და დრონებში განხორციელებულ საფრთხეებს უპირისპირდებიან,- ეს განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ისმოდა ხმები, რაც გამოწვეული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრით, ასევე გამანადგურებლების მიერ დრონებისა და თვითმფრინავების ჩაჭრით.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან წასული რაკეტები და დრონები წარმატებით გაანეიტრალეს.