გიორგი ძაძამია სენაკში აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს და პედაგოგებს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალთა კვირეულის ფარგლებში, მინისტრმა პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
“შეხვედრაზე სკოლაში არსებული ძირითადი გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.
ასევე მინისტრმა სკოლის დირექტორთან ერთად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.