დავით ვერავა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასახლების საერთო კრებას სენაკის სოფელ ზანაში დაესწრო

სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სენაკის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, თითოეული სოფელი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხას მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღებს. პრიორიტეტული პროექტები თავად მოსახლეობამ შეარჩია.

“მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 738 000 ლარია გამოყოფილი,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები