ჯიღაურაში ხეხილის ინტენსიური ბაღების მოვლის თანამედროვე მეთოდებზე სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი „თესლოვანი ხეხილის (ვაშლი, მსხალი) ინტენსიური ბაღების სხვლა-ფორმირების პროგრესული მეთოდები და ზრდის რეგულირების მიდგომები“ გაიმართა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგს უძღვებოდნენ მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი, პროფესორი ზვიად ბობოქაშვილი და სამსახურის უფროსი სპეციალისტი ვანო კაკაშვილი, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს ინტენსიური ბაღების მართვის თანამედროვე მიდგომები, ხეხილის სხვლა-ფორმირების პროგრესული მეთოდები და მცენარის ზრდის რეგულირების პრაქტიკული ასპექტები.

“სემინარის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მეხილეობაში ინტენსიური ბაღების ეფექტიან მართვას, მცენარის ვეგეტაციური ზრდისა და მოსავლიანობის ბალანსის რეგულირების მეთოდებს, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს უწყობს ბაღების პროდუქტიულობისა და მოყვანილი  ხილის  ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდას.

სემინარს ფერმერები, აგრონომები, აგრობიზნესის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მეხილეობის სფეროში   სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  კვლევების საფუძველზე  შემუშავებული  ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, რაც უაღრესად  მნიშვნელოვანია ფერმერებისა და დარგის სპეციალისტებისთვის კონკურენტუნარიანი ხილის წარმოებისთვის,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები