ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 6 – სამცხე-ჯავახეთის, 6 – რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 11 – ქვემო ქართლის, 31 – კახეთის, მცხეთა-მთიანეთის – 3, გურია – 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის – 5, ხოლო 2 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე, იმერეთში გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე.
სამართალდაღვევბიდან სამი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
აღსანიშნავია, რომ, ქვეყნის მასშტაბით, იანვარ-თებერვლის თვეში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 109 ფაქტი.