უკრაინაში კვლავ „სახალხო ფრონტი“ ლიდერობს – დამუშავებულია პროტოკოლების 99,42%

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონული პროტოკოლების 99,42 % დაამუშავა. ოფიციალური მონაცემებით, 5% ბარიერი 6-მა პარტიამ გადალახა. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ბოლო შედეგებით, ლიდერობს არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“. პარტიამ ხმების 22,17% დააგროვა. „პეტრე პოროშენკოს ბლოკმა“ 21,82% მიიღო, „სამოპომიჩმა“ – 10,99%, „ოპოზიციურმა ბლოკმა“ – 9,38%, რადიკალურმა პარტიამ – 7,45%, „ბატკივშინამ“ კი 5,68%.
რაც შეეხება პარტია „სვობოდას“, მან 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები