კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე შეხვედრები ამჯერად ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლასა და ქალაქ გორის №12 საჯარო სკოლაში გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრებს V და VI კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში მათ მიიღეს ინფორმაცია თუ რა გზას გადის წყალი მოპოვებიდან ჩვენს ონკანამდე, როგორი უნდა იყოს სუფთა წყალი, რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას წყლის რესურსთან მიმართებაში, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს და ა.შ.

პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე.

„დაზოგე წყალი“კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრები წყალმომარაგების კომპანიის ნებართვების, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, მაკა გოდერძიშვილმა და წყალმომარაგების კომპანიის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტების გარემოს დაცვის კონსულტანტმა, ქეთევან ჩომახიძემ გამართეს.

წყალმომარაგების კომპანია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან წყლის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები