თბილისი ენერჯი: ვაშლიჯვრის რაიონში გაზის მიწოდება 3500 აბონენტს დროებით შეუწყდება
“ქსელის რეკონსტრუქციის გამო ხვალ – 5 მარტის 22:00 სთ-დან ვაშლიჯვრის რაიონში გაზის მიწოდება დროებით 3500 აბონენტს შეუწყდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება პარასკევს, 6 მარტის 10:00 სთ-დან და დასრულდება 18:00 სთ-მდე.
“ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე 🔗https://shorturl.at/cfZEX
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ: 📞 114-ზე
ბუნებრივ გაზთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით: 📞2 404004″,- წერია ინფორმაციაში.