„ვნუკოვოს“ აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს

 

  „ვნუკოვოს“ აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, სტაჟიორ დისპეტჩერ სვეტლანა კრივსუნს ბრალი წაუყენეს.
მას თვითმფრინავის უსაფრთხო გადაადგილებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დისპეტჩერს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ახლა სვეტლანა კრივსუნი შინა პატიმრობაში იმყოფება.
„ვნუკოვოს“ აეროპორტში კატასტროფა 21 ოქტომბერს მოხდა. კომპანია „ტოტალის“ ხელმძღვანელის კერძო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე თოვლის საწმენდ ავტომობილს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად, თვითმფრინავში მყოფი „ტოტალის“ პრეზიდენტი და ეკიპაჟის 4 წევრი დაიღუპა.
მომხდარზე ბრალი უკვე წაუყენეს თოვლის საწმენდი ავტომობილის მძღოლსაც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები