“გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის შუა დერეფნის ალტერნატივა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მან აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩვენ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს.