“არცერთი ცენტი, ევრო არ უნდა იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში უცხოეთიდან” – გიორგი ჩაკვეტაძე
“არაერთი შავი ხვრელი არსებობს, ამას ევროკავშირის სხვადასხვა უმაღლესი წარმომადგენელი ადასტურებს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს.
როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, ქართული პოლიტიკა უცხოეთიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.
“არცერთი ცენტი, ევრო არ უნდა იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში უცხოეთიდან.
არცერთ უცხოურ ორგანიზაციას, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს საქართველოში სხვადასხვა დესტრუქციული ქმედების დაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც, საერთო ჯამში, რევოლუციურ მცდელობას იწვევს”, – ამბობს ჩაკვეტაძე.