თორნიკე ფაღავა – „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებაზე: აქ ადგილი გვქონდა უბრალოდ ხელების გადაგრეხის მცდელობასთან
“აქ ადგილი გვქონდა უბრალოდ ხელების გადაგრეხის მცდელობასთან,”- ამის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
„არაფერს ისეთს არც „იმედი“ და არც POSTV-ი არ აკეთებდა, რასაც მაგალითად არ ამბობენ აშშ-ის მოქმედი მაღალჩინოსნები, ძალიან გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები, რასაც არ ამბობს ევროკომისიის უკანასკნელი კვლევა. აქ ადგილი გვქონდა უბრალოდ ხელების გადაგრეხის მცდელობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, – აღნიშნა ფაღავამ.