რუსეთში მუნდიალი 2018-ის ემბლემა წარადგინეს (ვიდეო)
რუსეთში ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ემბლემის პრეზენტაცია გაიმართა. ემბლემის წარდგინების ღონისძიებაში მონაწილეობა რუსეთში საგანგებოდ ჩასულმა ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა და წარსულში ცნობილმა ფეხბურელმა ფაბიო კანავარომ მიიღეს. მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალის ემბლემის პრეზენტაცია რუსულ კოსმოსურ ხომალდსა და ივან ურგანტის შოუში გაიმართა.
მუნდიალის ოფიციალური პოსტერსა და ტურნირის თილისმას ფეხბურთის გულშემატკივრები მოგვიანებით, 2016 წელს იხილავენ. სავარაუდოდ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის თილისმა – დათვი გახდება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=LnXJshyAopQ” width=”560″ height=”315″]