ირანის ელჩი საქართველოში: ბირთვული ობიექტის დაზიანება არ დასტურდება

საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი არ ადასტურებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქალაქ ნატანზში ბირთვული ობიექტის შესასვლელი დაზიანებულია.

როგორც დიპლომატმა ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე „კვირას“ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, საკითხი ტრამპის გარდა ყველას ადარდებს.

„მგონი ეს საკითხი ყველას ადარდებს ტრამპის გარდა, რომელიც ამბობს, რომ არაფრის ეშინია. ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი დასტურდება. მაგრამ ისეთი არაპროგნოზირებადი ადამიანისგან როგორიც ტრამპია, რომელიც ამბობს, რომ გრენლანდია ამერიკაა, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. რა თქმა უნდა, სააგენტო სატელიტურ მონიტორინგს ახორციელებს, რადგან მათ ეშინიათ, რომ შეიძლება ეს ნივთიერებები გამოიფრქვას, ჩვენც გვეშინია ამის“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, ირანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ, ირანის საელჩოში მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები