ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ „ლელოც”, გახარიაც და „ნაცმოძრაობაც” ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება
“ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ „ლელოც”, გახარიაც და „ნაციონალური მოძრაობაც” ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარე ძალები ცდილობენ „ნაცმოძრაობისგან” ხელოვნურად გამიჯნონ გახარია და „ლელო”.
„ეს არის ზუსტად იმ რებრენდინგის ნაწილი, რაზეც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას. გარე ძალებმა გადაწყვიტეს, რომ გამიჯნონ „ლელო” და გახარიას პარტია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან” ხელოვნურად, იქიდან გამომდინარე, რომ იციან „ნაცებს” ის წარსული ვერ ჩამორეცხეს. უნდათ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს „ლელო” და გახარიას პარტია არიან დამოუკიდებელი ძალები და არ წარმოადგენენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას”. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან რაშია საქმე და აანალიზებენ იმას, რომ ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართებიან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.