ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე” – ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოსთვის ოკუპაცია დიდი საფრთხეა და მათი მთავარი ამოცანა ამ ოკუპაციის აგრესიულ ფაზაში გადაყვანაა

“2022 წლამდე დაიწყო დაფარული მცდელობა, საქართველო როგორმე ისეთი ხალხის ხელში ჩავარდნილიყო, რომელიც ნებისმიერ მითითებას აჰყვებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს არჩევნებით არ გამოვიდა და გადაწყვიტეს, “ექსტრემიზმითა და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ:.

“მთავარი თემა იყო საქართველოს გარკვეული პოზიციონირება, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ამ ყველაფერს თავი ავარიდეთ. „ნაცმოძრაობა“ ორიენტირებულია, როგორმე საქართველო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდეს და ისევ ბომბების წვიმა წამოვიდეს. მათი ყველა მოქმედება და განცხადება სწორედ ამაზეა გათვლილი. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოსთვის ოკუპაცია დიდი საფრთხეა და მათი მთავარი ამოცანა ამ ოკუპაციის აგრესიულ ფაზაში გადაყვანაა. ეს მათი ქმედებებითაც და განცხადებებითაც დადასტურებულია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები