ლევან მახაშვილი: „იმედი“, POSTV ცდილობენ მართალი სიტყვით საზოგადოებამდე მიიტანონ ინფორმაცია, საზოგადოებამ მიიღოს სწორად ინფორმირებული გადაწყვეტილებები, აქ დაინახეს მთავარი შიში და ამიტომ გადაწყვიტეს ამ ორი ტელევიზიის დასჯა

“ძალიან კარგად ხედავენ, რომ დღეს ინფორმაციას, მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფალი მედიის დასჯაა გადაწყვეტილი.

„ვხედავთ როგორ იძულებით ხდება საკუთარი „სიმართლის“ თავსმოხვევა სხვა ქვეყნებისთვის. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ დღეს ინფორმაციას, მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ.

ტელევიზიები – „იმედი“, POSTV, როდესაც ცდილობენ მართალი სიტყვით საზოგადოებამდე მიიტანონ ინფორმაცია, საზოგადოებამ მიიღოს სწორად ინფორმირებული გადაწყვეტილებები, აქ დაინახეს მთავარი შიში და ამიტომ გადაწყვიტეს ამ ორი ტელევიზიის დასჯა“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები