„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებით წინა ადმინისტრაციას ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა აქვს დატოვებული” – მაჭარაშვილი
“ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატვირთვის პროცესები, პრაქტიკულად, დაძრულია. ამერიკიდან ნებისმიერი მოწვევა და იქ ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას შეუწყობს ხელს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან ისაუბრა საკითხზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება
„ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებით წინა ადმინისტრაციას ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა აქვს დატოვებული. ბუნებრივია, ეს ახალ ადმინისტრაციაზე იმოქმედებდა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში დაკვირვების რეჟიმი არსებობდა და კარგია, როცა დელეგაციები რაც შეიძლება ხშირად ჩავლენ, იქიდანაც ჩამობრძანდებიან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების ახლიდან დაწყებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის – დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.