შს მინისტრი: ქართული პოლიცია არის ძლიერი და ორიენტირებული, ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო – გავაგრძელებთ ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ უმკაცრეს პოლიტიკას
თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ რაიმე ციფრი ან სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს. ქართული პოლიცია არის ძლიერი და ორიენტირებული, ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო. მე მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ უმკაცრეს პოლიტიკას“, – აღნიშნა გეკა გელაძემ.