მიხეილ სარჯველაძე: მთავარია შემცირდეს ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური მიწოდება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა გარემოში გვინდა იცხოვრონ და გაიზარდონ მომავალი თაობები

მთავარია შემცირდეს ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური მიწოდება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა გარემოში გვინდა იცხოვრონ და გაიზარდონ მომავალი თაობები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მთავარი არის, რომ რაც შეიძლება მეტად შემცირდეს ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვი, რაც შეიძლება მეტად ეფექტური იყოს პრევენციაც, მკურნალობაც, ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაც და რასაკვირველია, აქ უნდა იყოს ზიანის შემცირება. ყველა ამ სამი დანარჩენიდან გამომდინარეობს, თუმცა აქვს თავისი ავტონომიური ფუნქციებიც.

ჩემთვის პირადად, პირველი და მთავარი ამოცანა არის, განვსაზღვროთ – რა საზოგადოებაში მინდა იზრდებოდეს, ცხოვრობდეს ჩემი შვილი და მას რამდენად უნდა ჰქონდეს მაგალითად, იოლი ხელმისაწვდომობა, თავისუფალი, აბსოლუტურად მარტივი ხელმისაწვდომობა ნარკოტიკულ საშუალებასთან“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი ნორმალური ნარკოპოლიტიკა ეფუძნება ოთხ დიდი ბურჯს, რაც გულისხმობს პრევენციას, მკურნალობას, ზიანის შემცირებას და მიწოდების შეზღუდვას. ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები კი, ოთხივე მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ემსახურება.

„ნებისმიერი ნორმალური ნარკოპოლიტიკა, ეფუძნება ოთხ დიდი ბურჯს, რაც გულისხმობს ერთის მხრივ პრევენციას, მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის მკურნალობა, მათ შორის რეაბილიტაცია და არა მხოლოდ ნარკოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური, ასევე არის, რა თქმა უნდა, ზიანის შემცირება და ბოლოს, ეს არის მიწოდების შეზღუდვა. ბოლო დროინდელი ცვლილებები პრაქტიკული თვალსაზრისით, ოთხივე მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ ჰქონდეს ქვეყანას განვითარება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები