“ისრაელსა და ირანს შორის ომი არ არის ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება, ეს არის პრინციპული პოზიციების დაპირისპირება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით” – ვოლსკი
“ისრაელსა და ირანს შორის ომი არ არის ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება, ეს არის პრინციპული პოზიციების დაპირისპირება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით, რამაც შესაძლოა, ფართო რეგიონში სერიოზული გავლენა იქონიოს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ურთულესი სიტუაციაა შექმნილი.
“მართალი გითხრათ, ის ფორმულა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ შემოგვთავაზა, სამშვიდობო პროცესების განვითარება, სამართლიანი მშვიდობის დამყარება, მოლაპარაკებებით გადაწყვეტა ყველა პრობლემის არის ის მისწრაფება, ის სურვილი, ის ხედვა, რომელსაც ჩვენ კვლავ იმედით ვუყურებთ.
საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეიქმნა, ზოგადად ბირთვული შეიარაღების წარმოების ამ პროცესში, რაც უკვე წლებია და ეს ახალი ამბავი არ არის. ეს უკვე წლებია საკმაოდ სერიოზულ ტურბულენტობას ქმნის ახლო აღმოსავლეთში. ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება, ეს არ არის ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება. ეს არის პრინციპული პოზიციების დაპირისპირება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რამაც შესაძლოა ფართო რეგიონში სერიოზული გავლენა იქონიოს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.