ბაჩო ოდიშარია: ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე საუკეთესოდ მორგებული, აღსანიშნია ყველა ოპოზიციური მედიის დეზინფორმაციული გაშუქება, თუმცა რა გასაკვირია, ასეთია მეხუთე კოლონის ფუნქცია

“ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე საუკეთესოდ მორგებული”, – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია წერს.

ოდიშარია ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას. ცალკე აღნიშნავს ოპოზიციური მედიების ინტერპრეტაციებს ამ საკითხის მიმართ და წერს, რომ მათ „სათაურებში მხოლოდ ირანის მისამართით სამძიმარი გამოიტანეს და ისრაელის და მთლიანად რეგიონის მიმართ გაკეთებული კომენტარი ფეიკ ნიუსის საუკეთესო ტრადიციებში გააქრეს“.

მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც ცეცხლს არ ეთამაშება და ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობაზე, არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მომავალი, რასაც უზრუნველყოფს ხელისუფლება და მისივე თქმით, ამას ებრძვიან გამალებით უსამშობლოები.

“ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე საუკეთესოდ მორგებული, რაზეც რასაკვირველია უცხო ქვეყნის პატრიოტი უსამშობლოები განრისხდნენ, როგორ თუ კონფლიქტის მხარე არ ავირჩიეთ და სტაბილურობაზე ვორიენტირდით. ეს არსებები ხომ ღიად ითხოვენ ომში ვიყოთ, პარალელურად კი ნახევარი დღით რომ შუქი ქრება ქალაქში დიდთოვლობისას, ისტერიკაში ვარდებიან, როგორ განვაგრძოთ ცხოვრება ასეთ პირობებშიო. ამასთან, აღსანიშნია უკლებლივ ყველა ოპოზიციური მედიის – ამ აგენტურული ქსელის – დეზინფორმაციული გაშუქება მთავრობის განცხადების, სადაც სათაურებში მხოლოდ ირანის მისამართით სამძიმარი გამოიტანეს და ისრაელის და მთლიანად რეგიონის მიმართ გაკეთებული კომენტარი ფეიკ ნიუსის საუკეთესო ტრადიციებში გააქრეს. ნუ, რა გასაკვირია, ასეთია მეხუთე კოლონის ფუნქცია, რასაც ზედმიწევნით ასრულებენ თავიანთი პატრონების საამებლად. ქვეყანა, რომელიც ცეცხლს არ ეთამაშება და ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობაზე, არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მომავალი. ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება და ამას ებრძვიან გამალებით უსამშობლოები.”- წერს ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები