ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მთავრობის დღევანდელი განცხადება, სადაც გამოხატულია სამძიმარი ისრაელის და ირანელი მოქალაქეების მსხვერპლის გამო ერთ ტექსტში, კლასიკური ნიმუშია დაბალანსებული, მეზობლებთან კარგი ურთიერთობების და ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა
ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს და გარდაცვლილთა სამძიმარს შეეხება.
როგორც მჭედლიშვილი აღნიშნავს, მთავრობის ტექსტი დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შესატანი “ქეისია”, ვინაიდან ის არის დაბალანსებული, ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის კლასიკური ნიმუში.
“საქართველოს მთავრობის დღევანდელი განცხადება, სადაც გამოხატულია სამძიმარი მიმდინარე ომში ისრაელის და ირანელი მოქალაქეების მსხვერპლის გამო ერთ ტექსტში, არის კლასიკური ნიმუში დაბალანსებული, მეზობლებთან კარგი ურთიერთობების და ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა.
დაახლოებით 14 წელი ვიყავი ჟურნალისტი, მას შემდეგ აქტიურად ვაკვირდები პოლიტიკას როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, მაგრამ ასეთი გაწონასწორებული განცხადება არასოდეს წამიკითხია.
დიპლომატიის სახელმძღავნელოებში შესატანი ქეისია!”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.