იონათამიშვილი – სააკაშვილზე: აინტერესებს ერთადერთი რაღაც – შური იძიოს ქართველ ხალხზე, ვინც მას მტკიცედ უთხრა უარი 2012 წელს

“აინტერესებს ერთადერთი რაღაც – შური იძიოს ქართველ ხალხზე, ვინც მას მტკიცედ უთხრა უარი 2012 წელს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ის მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„სინამდვილეში ამ [სააკაშვილს] ადამიანს არც ირანის ბედი აინტერესებს, არც ქართველების, არც სხვა ნებისმიერი ქვეყნის. აინტერესებს ერთადერთი რაღაც – შური იძიოს ქართველ ხალხზე, ვინც მას მტკიცედ უთხრა უარი 2012 წელს და მას და მის კრიმინალურ ბანდას ხელისუფლებაში არასდროს დააბრუნებს. ამ ხალხზე უნდა შურის ძიება და ამისთვის თუ მთლიანად ქვეყანას გაწირავს და გაანადგურებს, ძალიან ბედნიერი იქნება, მაგრამ მას ბედნიერება ნამდვილად არ უწერია“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

“დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები