“გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული” – დავით მათიკაშვილი

“გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული – ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში – საქართველოში არის მშვიდობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„ჩვენი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფა, ამიტომ ომის დეესკალაციისთვის დიპლომატიური გზების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს თუ რაოდენ ეფექტური იყო „ქართული ოცნების” ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყო და ყველა პროცესი ისე მართა, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება გარედან არსებულ ზეწოლებს არ აჰყვა და მდგრადი მშვიდობა შევინარჩუნეთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორი მნიშვნელოვანია საკუთარმა ქვეყანამ იზრუნოს მშვიდობაზე. გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული. ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში – საქართველოში არის მშვიდობა. საქართველოში არსებულმა მშვიდობამ უზრუნველყო იმ ავიარეისების გადაადგილება, რომლის შესაძლებლობაც მოკლებულია იმ ქვეყნებში, სადაც ომია”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები