“გვარამიას რაც კონკრეტულ მომენტში სჭირდება, იმას ამბობს” – თენგიზ შარმანაშვილი
“ხომ არ გახსოვთ – ნიკა გვარამია რას ეძახდა სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ეთერში? მე მრცხვენია და იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ. ცოტა ხანში ლიდერად რომ წარმოგვიჩინა, ფანჩატურში რომ დასხდნენ და ათასგვარ რეზოლუციებს თუ ქარტიებს მოაწერეს ხელი და უკვე კეთილშობილი რომ გახდა ეს ქალბატონი, ესეც გემახსოვრებათ”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, შარმანაშვილმა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ გვარამიას რაც კონკრეტულ მომენტში სჭირდება, იმას ამბობს.
„არ ჩათვალოთ, რომ ეს არის მისი პირადი განწყობა, რასაც შეუკვეთენ, იმას ამბობს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თუ გახარიას 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის პოლიტპატიმარი იქნება.