“ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის; ამიტომ – როგორც უკრაინას აქვს პრეტენზია სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ, რომ მასთან დამოკიდებულებაში აწონონ საკუთარი სიტყვაც და საქმეც, ზუსტად ასეთივე პრეტენზია გვაქვს ჩვენ ყველა ხელისუფლების მიმართ” – პაპუაშვილი

“ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის. ამიტომ – როგორც უკრაინას აქვს პრეტენზია სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ, რომ მასთან დამოკიდებულებაში აწონონ საკუთარი სიტყვაც და საქმეც, ზუსტად ასეთივე პრეტენზია გვაქვს ჩვენ ყველა ხელისუფლების მიმართ, რომ საქართველოსთან დამოკიდებულებაში კარგად აწონონ საკუთარი სიტყვა და საქმე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

“ხომ არის საუბარი, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია [ზელენსკი] და შეიძლება, მადლობისთვის არ ეცალოსო, მაგრამ იმისთვის როგორ მოიცალა, რომ სააკაშვილზე ცილისწამება გაავრცელა პირდაპირ ეთერში საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს, ვინმე მას აწამებდა, კლავდა. ასეთ ტყუილს რომ იკადრებ ომში მყოფი ადამიანი, ამით ხომ, უპირველეს ყოვლისა, აზიანებ შენი ქვეყნის ინტერესებს და ნდობას შენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები