“ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული არამეგობრული პოლიტიკა არის სამართლიანობისგან მთლიანად დაცლილი” – მიქანაძე
“ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული არამეგობრული პოლიტიკა არის სამართლიანობისგან მთლიანად დაცლილი, მიზანმიმართული აქტივობა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – გივი მიქანაძემ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ესტონეთის ელჩის „ილიაუნიში“ ვიზიტი არის კიდევ ერთი გამოხატულება ამ პროცესისა.
„ვფიქრობ, რომ ეს არის მიმდინარე შიდა საქმეებში ჩარევის საკმაოდ უხეში ფორმა, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი უნივერსიტეტის ავტონომია არ ირღვევა“, – აღნიშნა მიქანაძემ.