სუიციდისკენ მიდრეკილ პირებს ტვიტერის საშუალებით გამოავლენენ
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ახალი ფუნქციის „სამარიტანს რადარის“ მეშვეობით, ტვიტერის ქსელში პოტენციურ თვითმკვლელებს აღმოაჩენენ. ეს პროგრამა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტანსმა“ დაიწყო. პროგრამა სუიციდის მსხვერპლის აღმოჩენისას ტვიტერში მკითხველს ელექტრონულ შეტყობინებას უტოვებს. „სამარიტან რადარი“ სიტყვებისა და ფრაზების სპეციალურ ალგორითმს იყენებს, რომელიც ადამიანის მძიმე მორალურ მდგომარეობას შიფრავს. მაგალითად: „დავიღალე მარტოობით“, „საკუთარი თავი მეზიზღება“, „დეპრესიაში ვარ“, „მიშველეთ“ , „ვიღაცასთან საუბარი მსურს“. შემდეგ ეს სისტემა დასვამს კითხვას, არის თუ არა ეს მდგომარეობა საგანგაშო. სამწუხაროდ, „სამარიტან რადარსს“ სარკაზმის გარჩევა ჯერ არ შეუძლია. პროგრამა სააგენტო „ჯემმა“ შექმნა და ჯერჯერობით 18-35 ასაკის მქონე პირებისთვის არის განსაზღვრული.