წრუწუნამ თვითმფრინავის აფრენა შეაფერხა

ნორვეგია- აშშს რეისი 5 საათით გააჩერეს, რადგან ბორტგამცილებელმა თვითმფრინავში Dreamliner-ში წრუწუნა აღმოაჩინა.
მგზავრების ინფორმაციით, სალონში ადგილები დაკავებული ჰქონდათ, როცა „ეკიპაჟის პერსონალმა წრუწუნაზე დევნა დაიწყო“.
ავიაკომპანია „ნორვეგიანის“ პრესცენტრის უფროსმა შარლოტა ჰოლმბერგ იაკობსონმა განაცხადა, რომ „ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, ასეთი შემთხვევა იშვიათია“. „ასეთ სიტუაციაში მთავარია, დროზე მოვიდეს სანიტარული სამსახურის ჯგუფი. დაიჭირონ წრუწუნა და შეამოწმონ თვითფრინავი. იყო შემთხვევები, როცა წრუწუნა კაბელებს ღრღნიდა“,- განაცხადა მან. იაკობსონმა მგზავრების ხუთსაათიან ლოდინზე კომენტარი არ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ წრუწუნის გამო 2012 წელს ოსლო – სტოკჰოლმის რეისი და 2009 წელს ნიუ-იორკ – ლონდონის თვითმფრინავი შეფერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები