ჩხუბისმოყვარულ ადამიანებს და მკვლელებს გამორჩეული გენები აღმოუჩინეს
შვეიცარიის კაროლინსკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიის მქონე მსჯავდებულებს, მკვლელებს და ჩხუბისმოყვარულ ადამიანებს გააჩნიათ. მეცნიერული დასკვნები ჟურნალ „მოლეკულარ ფსიქიატრში“ გამოაქვეყნეს, ხოლო მოკლე ინფორმაციას გამომცემლობა „ინდეფენდენტი“ ავრცელებს.
გენეტიკური გამოკვლევა ფინეთის 19 ციხის 753 მსჯავრდებულს ჩაუტარდა. მათ შორის 215 ადამიანი მსუბუქი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, როგორიც არის, მაგალითად, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ან ნარკოტიკის გავრცელება, ხოლო 528 მსჯავრდებული – განზრახ მკვლელობისთვის.
აქედან 84-მა პირმა ათობით მძიმე დანაშაული ჩაიდინა და ცალკე ჯგუფში მოათავსეს, ეს მეცნიერული გამოკვლევა სწორედ მათ ეხებათ. მეცნიერების თქმით, ფინეთში შესაძლებელი იქნება მოძალადეების დაკავება, ასეთ პიროვნებებს გამორჩეული ფორმის გენები: MAO-A და CDH13 გააჩნიათ. MAO-A დოფამინის მთავარი რეგულატორია ნეირომედიატორი, რომელიც დაკმაყოფილების გრძნობაზე და მოტივაციაზე არის პასუხისმგებელი. მძიმე დამნაშავეებს აღმოუჩინეს MAO-A-ს ფორმის გენი, რომელიც ცუდად არეგულირებს დოფამინის დონეს. ასეთ კონტექსტში MAO-A -ს „ომის გენს“ უწოდებენ. ის პროვოკაციაზე მაღალი დონის აგრესიით პასუხობს. CDH13 ნარკოლოგიურ დამოკიდებულებას და იმპულსურ მოქმედებას უკავშირდება. ასეთი გენის მქონე პირებს მეცნიერები ასევე ყურადღების დეფიციტს უკავშირებენ. მსუბუქი დანაშაულის მსჯავრდებულებს ასეთი გენები არ აღმოუჩინეს. ამასთანავე, მეცნიერები თვლიან, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, გენეტიკური აგრესიულობის მოქმედებით მკვლელების და მოძალადეების დაჭერა. მეცნიერების აზრით, გარემო დიდ ზეგავლენას ახდენს დამნაშავის ფორმირებაში.