ირაკლი კობახიძე: კონკრეტული პრეზიდენტების, პოლიტიკოსების რეიტინგები არის შესაბამისი ქვეყნის საქმე – ჩვენს ინტერესებში ვერ იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი – ეს არის უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი

“ჩვენთვის არ არის საინტერესო, ჩვენ ვერ ჩავერევით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერი ამგვარად Ipsos-ის კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ნდობის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

„კონკრეტული პრეზიდენტების, პოლიტიკოსების რეიტინგები არის შესაბამისი ქვეყნის საქმე. გახსოვთ, რომ ძალიან ხშირად ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში უცხოელი პოლიტიკოსები, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენს ინტერესებში ვერ იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი. რეიტინგებიც არის მათი საქმე. შესაბამისად, მე მოვერიდები ამ თემის კომენტირებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები