ირაკლი კობახიძე: ახალი არჩევნები თუ ვინმეს არ აწყობს, ეს ოპოზიციაა, ჩვენ ამ არჩევნებში უფრო მაღალ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ვადებს

“ახალი არჩევნები თუ ვინმეს არ აწყობს, ეს ოპოზიციაა. ჩვენ ამ არჩევნებში უფრო მაღალ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ვადებს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ ახალი არჩევნები დანიშნოს.

მისი თქმით, კონსტიტუციით არის დადგენილი საპარლამენტო არჩევნების 4-წლიანი ვადები და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს.

„ახალი არჩევნები თუ ვინმეს არ აწყობს, ეს არის ოპოზიცია. ჩვენ გვირჩევნია, რომ კონსტიტუციას ვცეთ პატივი. კონსტიტუციით არის დადგენილი საპარლამენტო არჩევნების 4-წლიანი ვადები. ჩვენ სუბიექტურად, მართლა 54% ავიღეთ წინა არჩევნებში და ამ არჩევნებში შეგვიძლია სრულად ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღეს ვხედავთ, რომ ოპოზიცია მართლა სრულად ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაშია, მეტიც, ცოცხალიც ცოტა გადაჭარბებული სიტყვაა. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებში კიდევ უფრო მაღალ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ვადებს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები