ირაკლი ქადაგიშვილი: ვიცით უამრავი ფაქტი, როდესაც დასავლური ქვეყნები ვაჭრობენ რუსეთთან ფარული გარიგებებით და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთს პირდაპირი სანქციები დავუწესოთ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა კვლევას, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„ვიცით უამრავი ფაქტი, როდესაც დასავლური ქვეყნები, მათ შორის ბალტიისპირა ქვეყნები ვაჭრობენ რუსეთთან ფარული გარიგებებით. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთს პირდაპირი სანქციები დავუწესოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არა მარტო ეკონომიკური ძლიერი კოლაფსის მომასწავებელი იქნება, არამედ რუსეთთან პირდაპირი, მძიმე კონფრონტაციის დასაწყისიც“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები