ლევან მაჭავარიანი: როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროვონ თუ ვის უხდიან საქართველოში ფულს, ამას არ აკეთებენ, რადგან აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში

“როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროვონ თუ ვის უხდიან საქართველოში ფულს, ამას არ აკეთებენ, რადგან აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატები ბინძურად იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„როდესაც ევროკავშირს ვთხოვთ, გაასაჯაროონ თუ რას აფინანსებენ და ვის უხდიან საქართველოში ფულს, ისინი ამას არ აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, აფინანსებენ სწორედ მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც ჩართულები იყვნენ 5 რევოლუციის მოწყობის სცენარში საქართველოში. იმ მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ ისინი ინსტრუმენტად და ამ მდიდარი „ენჯეოების“ ხელით გვთხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის, რაც პირდაპირ გულისხმობდა ესკალაციას რუსეთის ფედერაციასთან. ზოგადად, როგორ ბინძურად იყენებენ ევრობიუროკრატები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს თვითონ ევროკავშირის კონტროლის პალატამ – აუდიტის სამსახურმა ამხილა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო დახმარება, როგორც პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტი – ამ თემაზე ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელში წერს. ის USAID-ის საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა უნგრეთსა და რეგიონში კორუმპირებული პოლიტიკური ქსელების შექმნაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები