“ბრიტანეთის ხელისუფლებასა და მმართველ ელიტას მორალური სახე მთლიანად დაკარგული აქვს” – ვატო შაქარიშვილი
“ბრიტანეთის ხელისუფლებასა და მმართველ ელიტას მორალური სახე მთლიანად დაკარგული აქვს”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი აცხადებს.
ის დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირებას ეხმაურება.
„საბედნიეროდ, საქართველოში აღარ ჰყავთ აგენტურული ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში „იმედისა“ და „პოსTV”-ს წინააღმდეგ ისინი სპეცდანიშნულების რაზმს გამოიყენებდნენ და არა სანქციებს.
მას შემდეგ, რაც ევრობიუროკრატია სრულად გაკოტრდა და დაკარგა ყველანაირი ეფექტი და ძალა, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე, აქცენტი კეთდება ბრიტანეთის მთავრობაზე, რომელსაც არაერთხელ შეუსრულებია საბედისწერო როლი, მათ შორის 2022 წელს, როდესაც ჩაშალა თითქმის უკვე შეთანხმებული სამშვიდობო მოლაპარაკება, რის შედეგად ასეულობით ათასი უკრაინელი დაიღუპა.
ბრიტანეთის ხელისუფლებასა და მმართველ ელიტას მორალური სახე მთლიანად დაკარგული აქვს, ის არის მარტივად კონტროლირებადი, შესაბამისად ის ასრულებს ყველა ბინძურ დავალებას, რაც მოდის „დიფ სთეითიდან“, – აღნიშნავს შაქარიშვილი.