ირაკლი კობახიძე უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე – არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად, ჩვენ ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ – სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები

არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს გაეროს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ჰქონდა მხარდამჭერი პოზიცია.

„ჩვენ აქაც გვქონდა ღიად მხარდამჭერი პოზიცია. მხარი დავუჭირეთ შესაბამის რეზოლუციას. ასევე, არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად. რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, ამას ყველა ხედავს. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო – ჩვენ ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მეტყველებს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები