დიმიტრი ხუნდაძე აფხაზ ხალხს ქართულ-აფხაზური გენოფონდის ერთობლივად გადარჩენას სთავაზობს

 

    დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ აფხაზ ხალხს ახალი ინიციატივა შესთავაზა.
როგორც ხუნდაძემ განაცხადა, 2002 წლის საქართველოში ჩატარდა საყოველთაო აღწერა, რის მიხედვითაც ეთნიკური ქართველების პროცენტული შემადგენლობა მთელს ქვეყანაში 83 %-ია. ამ ვითარებაშიც კი 2050 წლისთვის ქართულ გენოფონდს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება.
მისივე თქმით, აფხაზი ერის გენოფონდი, როდესაც 2003 წელს აფხაზეთში ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგად დადგინდა, რომ ეთნიკური აფხაზების პროცენტული შემადგენლობა მხოლოდ 44%-ია. -“მსურს განცხადება გავაკეთო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან და კონკრეტულად, ჩვენს აფხაზ და ოსს ძმებთან მიმართებაში. დღეს, ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებენ იმით, რომ ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით არის მცდარი და უფრო მეტიც, დამანგრეველი საქართველოს ერთიანობისთვის. ეს სიცრუეა. კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება იწყება მხარეებს შორის ნდობის აღდგენით. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში. საქართველოს ჯანდაცვა სრულად ფარავს აფხაზი და ოსი ხალხის სამედიცინო ხარჯებს ჩვენს კლინიკებში. მათი მხრიდან მომართვიანობა დღითიდღე იზრდება, ანუ, აქედან გამომდინარე, ჩვენს შორის ნდობის ფაქტორი თანდათან უფრო მყარდება. მიმდინარეობს მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების მქონე ორი დიდი კლინიკის რუხში და ტყვიავში, რომელიც მოემსახურება როგორც საოკუპაციო ზოლს აქეთ, ისე იქეთ მცხოვრებ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს. ჩვენი მხრიდან ეს არის კეთილი ნება მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მათი სიცოცხლის გადასარჩენად. ერთი წლის წინ ჩვენ გვქონდა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური წინასაახალწლო შეხვედრები გორში და ზუგდიდში. ჩვენთან შესახვედრად ცხინვალიდან და სოხუმიდან ჩამოვიდნენ აფხაზები და ოსები. ეს შეხვედრები იყო ძალიან თბილი და ძალიან სევდიანი. ვსაუბრობდით ყველაზე დიდ ეროვნულ პრობლემაზე – საქართველოს გენოფონდის გადარჩენაზე. იცით, რომ დღეს უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს. საბედნიეროდ, ბოლო დროს გატარებული ღონისძიებების შედეგად, ეს მდგომარეობა სასიკეთოდ იცვლება. დემოგრაფიული პრობლემები ოს ერს ნაკლებად ეხება, მაგრამ ეს პრობლემები მძვინვარებს აფხაზეთში. 2002 წლის საქართველოში ჩატარდა საყოველთაო აღწერა, რის მიხედვითაც ეთნიკური ქართველების პროცენტული შემადგენლობა მთელს ქვეყანაში 83 %-ია. ამ ვითარებაშიც კი 2050 წლისთვის ქართულ გენოფონდს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია აფხაზი ერის გენოფონდი, როდესაც 2003 წელს აფხაზეთში ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგად დადგინდა, რომ ეთნიკური აფხაზების პროცენტული შემადგენლობა მხოლოდ 44%-ია. მოგვიანებით, ეს მაჩვენებელი ცოტათი გაიზარდა, თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების ცნობით, დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთში უკიდურესად მძიმეა. მსურს, საქართველოს პარლამენტიდან მივმართო აფხაზ ძმებს: -დღეს ჩვენ ორივეს, ქართველებსა და აფხაზებს, ერთი საერთო პრობლემა გვაქვს – ნადგურდება ქართულ-აფხაზური გენოფონდი. ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა ამ პრობლემების მოსაგვარებლად და 2 წელიწადში უკვე გვაქვს შედეგი. გვსურს, ყველა ის ინიციატივა, რაც ხორციელდება საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, განხორციელდეს თქვენთვისაც, თუკი ეს თქვენი სურვილი იქნება. ამით გვსურს გადავარჩინოთ როგორც ქართული, ასევე აფხაზური გენოფონდი. ჩვენ ერთმანეთის ძალიან ვჭირდებით. მჯერა, რომ ეს 25 წელი ნამდვილად იყო როგორც აფხაზი, ასევე ქართველი ხალხის თვითგამორკვევის პერიოდი. სწორად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები, რომელიც მხოლოდ სხვა, მესამე ძალის პოლიტიკას ემსახურება და მივიღოთ გადაწყვეტილება. ქართველი და აფხაზი ხალხის დემოგრაფიული პრობლემები სწორედ აფხაზეთის ომის შედეგად დაიწყო. ქართული-აფხაზური გენოფონდის გადარჩენა – ეს არის ჩვენი შემოთავაზება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ერთნაირად დავაკლდებით კავკასიის მოსახლეობას”-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.v

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები